რუსული მედია თამარ გვერდწითელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას ვერ მალავს და შანსს არ უშვებს, რომ ესტრადის ვარსკვლავზე, უარყოფითი კონტექსტით, რამე დაწეროს.
„გვერდწითელმა ფულის შოვნის ახალი გზა იპოვა” – წერენ გამოცემები, რადგანაც მომღერალმა რუსეთის კონცერტები გააუქმა და ახლა ტურნეს ისრაელში მართავს.
რუსული გამოცემების ტონი ასეთია: “რამდენიმე წლის წინ, პრესასთან საუბარში, გვერდწითელმა აღიარა, რომ არ არსებობდა გარემოებები, რომლებიც მას რუსეთთან „დააშორებდა“. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან მკვეთრად შეცვალა პოზიცია. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გვერდწითელმა დაგეგმა ახალი ტური ისრაელში, სადაც რუსეთისთვის ადგილი არ მოიძებნა.”
აქედან გამომდინარე, რუსული გამოცემები, ახლა დაკავებულია იმით, რომ “სვეტსკაია ლვიცას” შავი პიარი აუგოროს და რამე “ძველი ცოდვები” გამოუქექოს.
გვერდწითელის კონცერტებს მონატრებულებმა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ძველი ინციდენტი გაიხსენეს, თუ როგორ “ჩარეცხა” თამარამ მის ქვემოთ მცხოვრები მეზობლის, ელენა ფურმანის ბინა.
თამარა და ელენა ერთ ელიტურ კორპუსში ცხოვრობენ, სადაც ასევე ცხოვრობს ბორის მაისეევი. წლების წინ, ფურმანმა სასამართლოს მიმართა, რადგანაც მას მომღერალმა რემონტი გაუფუჭა, წყალი ჩაუშვა და სიმყუდროვე დაურღვია. როგორც სააგენტოზე ვკითხულობთ, ღამ-ღამობით, მომღერლის ქუსლების კაკუნით შეწუხებულ ელენას მოთმინების ფიალა აევსო და სასამართლოს მიმართა. პრობლემა გადაიჭრა იმით, რომ გვერდწითელს ფურმანის ზარალის ასანაზღაურებელი თანხის გადახდასთან ერთად, ხარკის გაღება, დაზარალებული მეზობლის მორალური ზარალის მიყენებისთვისაც მოუხდა.
“ჩემი კლიენტი დიდი ხანია იტანჯება მომღერლისგან უპატივცემულო დამოკიდებულებისგან, წყლის ჩაშვებისგან, უკმეხობისგან. ღამის საათებში ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოწვეული ხმაურისგან და კიდე ბევრი სხვა რამისგან. მოთმინების ფიალა აივსო” – ამბობდა ინტერვიუში ფურმანის ადვოკატი, ლარისა შიროკოვა.