რუსულმა რობოტმა ჭადრაკის თამაშისას ბავშვს თითი მოტეხა

რუსულმა რობოტმა ჭადრაკის თამაშისას ბავშვს თითი მოტეხა.

შემთხვევა მოსკოვის საჩვენებელი ტურნირის მიმდინარეობისას მოხდა.

საბოლოოდ ყველაფერი სწორედ 7 წლის ბიჭუნას დაბრალდა.

სპეციალურად ჭადრაკის თამაშისთვის შექმნილმა რუსულმა რობოტმა თავი იმით გამოიჩინა, რომ ერთდროული თამაშისას 7 წლის ბავშვს თითი მოტეხა. ინციდენტი მოსკოვში მიმდინარე საჩვენებელი ტურნირისას მოხდა, როდესაც რუსების მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური რობოტი ერთბაშად სამ მეტოქეს უპირისპირდებოდა.

საინტერესოა, რომ მოსკოვის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი სმაგინმა მომხდარში ბიჭუნა დაადანაშაულა. მისი თქმით, ბავშვმა იჩქარა, რადგანაც რობოტს სვლის გაკეთება დასრულებული არ ჰქონდა. ამდენად, რობოტმა ფიგურის დაფაზე დადების დროს ბიჭუნას თითი მოიყოლა და დიდი ტკივილი მიაყენა.

“ეს რობოტი ჭადრაკს უკვე 15 წელია თამაშობს და ნამდვილად უნიკალურია. გაცილებით მეტ ხალხთანაც უთამაშია და მსგავსი არაფერი მომხდარა. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ალბათ, ბავშვები უფრო კარგად უნდა გავაფრთხილოთ, რომ ყურადღებით იყვნენ. ამ ბიჭუნამ იჩქარა და არ დააკვირდა, რომ რობოტს საპასუხო სვლა დასრულებული არ ჰქონდა. ისე, ბავშვს სერიოზული არაფერი მოსვლია. თითზე თაბაშირი დაადეს და დაჯილდოების ცერემონიალზეც გამოვიდა”.

მოკლედ, საბრალო ბავშვს ტურნირის ბოლოს ლამის მადლობა გადაახდევინეს, რომ რობოტმა მხოლოდ თითი მოტეხა და ბოდიში იმისთვის, რომ ჭადრაკის ერთდროული სეანსის დროს სვლებს ყურადღებით არ აკვირდებოდა.

europop.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share