”სახლში არ უთქვამთ შენთვის, რომ “ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ ?!”. ამ ჯერზე დაგინდობ” – ასე მიმართავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს სოციალურ ქსელში.
”ვის ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე და ბინძურ დავალებებზე ლაპარაკობ შე პუტინის შნირის შნირო, მაგ აღვირახსნილმა “ჩემი შენ გითხარიო” სტრატეგიამ სად მიიყვანა ბოლოს გებელსი ისიც კარგად გაიკითხე ერთი უსინდისო ნაძირალავ შენ! შენი ბუჩაში სამარცხვინო ჭუჭყუნის მერე საერთოდ როგორ ახსენებ უკრაინას და უკრაინელებს შე მართლა უჯიშო მონა ცოტა გამოგიბერტყოს ვინმემ ეგ იმბეცილი თავი ჩვენ შევწუხდით შენი ყურებით!!!!!!!!!!!!!!!! #დეოლიგარქიზაციაგარდაუვალია” – დაწერა ზუკა ბერძენიშვილმა, ბექა ოდიშარიას სტატუსზე.
”Zuka Berdzenishvili ყველაფერი ეროვნულის მოძულე ჭერქვეშ გაზრდილი ღლაპისგან რა უნდა გეწყინოს კაცს… ისე სახლში არ უთქვამთ შენთვის, რომ “ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ ?!” როდესაც კგბ-ზეა საუბარი, მაშინ მაინც დამუწე ეგ პირი, კბილები სწორად გამოიყენე და დააჭირე ენას! მესმის რომ დიდი ხანია ენაზე კბილი არ დაგიჭერია და ძირითადად არამიზნობრივად იყენებ არტიკულაციურ აპარატს! ცოტა მორიდება იქონიე! და კიდევ ერთხელ გიმეორებ: სახლში იკითხე, გიღირს თუ არა კგბ-ზე ლაპარაკი შენ ჩემნაირ ადამიანთან და რას მოგცემთ ?! ამ ჯერზე დაგინდობ საჯაროდ….” – პასუხობს ბექა ოდიშარია პოსტის კომენტარებში ზუკა ბერძენიშვილს.
ამის შემდეგ, ბექა ოდიშარია ზუკა ბერძენიშვილს პირად შეტყობინებაში ტელეფონის ნომერს სთხოვს, რომლის “სქრინსაც” ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.