„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში „ვიკიპედიიდან“ სქრინს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მამის ვინაობა მითითებული არ აქვს.
„ჩაიდანო, ამ პავლიკ მაროზოვს რომ მიახტი, იმ გოგომ თავის მამაზე კი არ თქვა რამე პავლიკასავით, შენს მამაზე თქვა, შენსაზე. კიდევ რა მიკვირს იცი? ეს მამა შენად მანდ ხომ ვერ აღიქვი, ვიკიპედიაში სულაც არ გყავს მითითებული, ვითომ, სულაც არ ყოფილა და აბა მასე რამ გაგაგიჟა? დაელაპარაკე გლუვს, ეგ ნიცშეს არ ეთანხმება, თორე ზიგმუნდთან გაჭრილშია, აგიხსნის, რა გჭირს“, – წერს გივი თარგამაძე.