სააკაშვილს 14 დაავადება აქვს, აქედან 7 დაავადებას საქართველოში ვერ მკურნალობენ – შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს 14 დაავადება აქვს და აქედან 7 დაავადების მკურნალობის გაიდლაინი საქართველოში არ არსებობს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილის დაავადებებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ მკურნალობს. სააკაშვილს აქვს 14 დაავადება, რასაც გეუბნებით, ამის საბუთები შემიძლია განახოთ. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს  და სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვთხოვე, ამ დაავადებების სამკურნალო გაიდლაინები მოეწოდებინათ, პასუხი მომივიდა, რომ ამ დაავადებებიდან 7 დაავადებაზე საქართველოში გაიდლაინი არ არსებობს. თუ გაიდლაინი არ გაგაჩნია, რით მკურნალობ?“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს სიმპტომურად მკურნალობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share