იურისტი ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. იგი გადაცემაში “რეაქცია” აცხადებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია.
გელბახიანის განცხადებით, მას სააკაშვილმა უთხრა, რომ არ სურს კონტაქტი არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის არც ენმ-თან:
“წინა კვირაში 3-ჯერ მომიწია ზედიზედ შესვლა და ნახვა. მისი მდგომარეობა არასახარბიელოა, არანაირ შეთითხნილ სურათს არ აქვს ადგილი. ვუსმენდი გადაცემას სადაც წამყვანმა სააკაშვილზე ცინიკური სურათი დახატა და ეს ასე არაა.
როცა სააკაშვილი “ვივა მედში” ვნახე, სხვა მიშა იყო. მე ახლოს ვიცნობდი სააკაშვილს. მე ჩავთვალე, რომ ერთჯერადი საუბრები არ იქნებოდა ჩემი მხრიდან საკმარისი. ბოლოს სამჯერ ვნახე და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. სააკაშვილი აღარ არის მოძრავი, საუბრისას ძალიან იღლება. უფრო ისმენს, ვიდრე საუბრობს. გაურბის პოლიტიკაზე საუბარს. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რაც მას განმუხტვის საშუალებას აძლევს. მე მინდა ვიცოდე მიმდინარე თემებზე მისი მოსაზრება, მაგრამ ის არ საუბრობს. მას უნდა რომ გადარჩეს. მან მითხრა, რომ მისი ინტერესია გადარჩეს. როცა მასთან კიევში ვიყავი ჩასული და ვეუბნებოდი არ წახვიდე, ციხე არ აგცდება, მეთქი შეგუებული ვარო მეუბნებოდა. ახლა მე ხომ ვხედავ, რომ სხვა რეალობა. მთელი საქართველო წერდა, “ჩამოდი მიშა”, ჩვენ აქ ვართ, თავადაც საკუთარ ქვეყანაში უნდოდა. მით უმეტეს მის მიმართ ცალმხრივად დევნა იყო გამოცხადებული, მეორე მხრივ სიყვარული და ამ სიყვარულმა გადაწონა. ხომ შეიძლება თქვა, ვინ შეიყვანა შეცდომაში, ის ამას არ ამბობს. მე მითხრა, რომ არ მინდა კონტაქტი არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის არც “ნაციონალურ მოძრაობასთანო” ერთადერთი ადამიანი, ვისაც მეგობრულად ვხვდები, არის ეკა ხერხეულიძე და მასთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვსო”, – აცხადებს ვალერი გელბახიანი.
cnews.ge