“სააკაშვილი აღარ არის მოძრავი…საუბრისას ძალიან იღლება…გაურბის პოლიტიკაზე საუბარს…მას უნდა, რომ გადარჩეს”- ვალერი გელბახიანი

იურისტი ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. იგი გადაცემაში “რეაქცია” აცხადებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია:

“წინა კვირაში 3-ჯერ მომიწია ზედიზედ შესვლა და ნახვა. მისი მდგომარეობა არასახარბიელოა, არანაირ შეთითხნილ სურათს არ აქვს ადგილი. ვუსმენდი გადაცემას, სადაც წამყვანმა სააკაშვილზე ცინიკური სურათი დახატა და ეს ასე არაა.

როცა სააკაშვილი “ვივა მედში” ვნახე, სხვა მიშა იყო. მე ახლოს ვიცნობდი სააკაშვილს. მე ჩავთვალე, რომ ერთჯერადი საუბრები არ იქნებოდა ჩემი მხრიდან საკმარისი. ბოლოს სამჯერ ვნახე და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. სააკაშვილი აღარ არის მოძრავი, საუბრისას ძალიან იღლება. უფრო ისმენს, ვიდრე საუბრობს. გაურბის პოლიტიკაზე საუბარს. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რაც მას განმუხტვის საშუალებას აძლევს. მე მინდა ვიცოდე მიმდინარე თემებზე მისი მოსაზრება, მაგრამ ის არ საუბრობს. მას უნდა, რომ გადარჩეს. მან მითხრა, რომ მისი ინტერესია გადარჩეს”, – აცხადებს გელბახიანი.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share