ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით, ასე იმსხვრევა მისი მითები საერთოდ – გახარია ივანიშვილზე

ქვეყნის კიდევ ერთი ყოფილი პრემიერი და “ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერი, გიორგი გახარია პარტიის დამფუძნებლის წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, პერსონალური ინტერესების გამო ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით.

“სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე, საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით, და ასე იმსხვრევა მისი მითები საერთოდ”, – ამბობს გახარია.

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო.  ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ “ოცნებამ” პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share