არ აქვს არანაირი მორალი და ღირსება, ორი სიტყვა არ იცის ქართული – ღუდუშაური არახამიაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური უკრაინის რადას ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამიაზე ამბობს, რომ არანაირი მორალი და ღირსება არ გააჩნია. მისივე აზრით, მან ქართულად ორი სიტყვა არ იცის.

“ადამიანს, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არ აქვს არანაირი მორალი და არანაირი ღირსება, ეს არის არახამია, თქვენ ხედავდით როგორ შეუფარავად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე როგორ ურტყამს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ღირსებას და საზოგადოებას. იმიტომ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორი სიტყვა არ იცის ქართული, საქართველოს საზოგადოებას ესაუბრება, რომ თურმე აქ უნდა იყოს რევოლუცია”, – ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share