უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 40 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 27 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 40 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1738 ტანკი, 3971 ჯავშანტექნიკა, 883 საარტილერიო სისტემა, 258 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 726 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 167 ფრთოსანი რაკეტა, 2847 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 75 ერთეული სპეცტექნიკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share