ოზურგეთის მერს ოცამდე ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის. ისინი მიიჩნევენ, რომ ძმებმა თალაკვაძეებმა რეორგანიზაცია სახელისუფლებო სტრუქტურებიდან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გათავისუფლების მიზნით გამოიყენეს და მათ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნიან.
“ძირითადად ყველა ერთი არი. ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც გარკვეული დისკრიმინაცია, განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება. რეორგანიზაციის მიზანი არ იყო რაღაც ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესება. პირდაპირ, რეორგანიზაცია გამოყენებულ იქნა თანამშრომლების გასაშვებად.
კანონმდებლობაც მნიშვნელოვნად არის დარღვეული ყველა ბრძანება თითქმის არის უკანონო, რაც გათავისუფლებას შეეხება და ჩვენ, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უფლებების დაცვით მივმართეთ უკვე სასამართლოს, თუმცა სხდომები ჯერ არ ჩანიშნულა” – ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული.
დათხოვილი თანამშრომლების ადვოკატებიც მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ოზურგეთში ძმები თალკაკვაძეების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდება.
ბრალდებებს თავად ავთანდილ თალაკვაძე არ პასუხობს. მედიის წარმომადგენლებს დაცვა მერიის შენობაშიც არ უშვებს.
მთავარი არხი