”დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ცილისმწამებლური განცხადება. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ეხლა აღმოჩნდა გოგაშვილი, შეიძლება არ მიკვირს მაგრამ კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას რაიმე შეხება ჰქონოდა ხვედელიძის ან ვინმეს ინციდენტთან. ეს სისტემურად არის შეუძლებელი. ამ ხელისუფლების მოწყობა თუ იცი და ვინაიდან მე ახლოს ვიყავი და მოწყობა ვიცი, სისტემურად წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმოს ან მონაწილეობა მიიღოს რაიმე ტიპის კრიმინალური ტიპის ანგარიშსწორებაში. ეს სისტემურად არის შეუძლებელი ეს ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, რავიცი, მათემატიკის.
…ეს [ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღება] საერთოდ სიზმრების სფეროდანაა, აუხდენელი სიზმრების სფეროდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იმიტომ რომ ღალატი და კრიმინალზე ხელისმოწერა ყველაზე დიდი ბარიერია რომელსაც სამხრეებიანი და კანონის დამცავი ადამიანი ლახავს. არ მჯერა მისი იმიტომ რომ მას არანაირი მტკიცებულება არ შეიძლება ჰქონდეს იმიტომ რომ ასეთი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს”.
ამის შესახებ, “ქართული ოცნების” იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი “მთავართან” აცხადებს, რითიც სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის გავრცელებულ ბოლო განცხადებას ეხმაურება.