ერთი წელი გავიდა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ

თვითმფრინავი „ბოინგ 737-800 NG, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 8 იანვარს დილით აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის მახლობლად. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. 7 ქვეყნის მგზავრებს შორის იყო 11 უკრაინის მოქალაქე – ეკიპაჟის 9 წევრი და 2 მგზავრი.

ირანის ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამჭვირვალე და სანდო გამოძიების ჩატარება 2020 წლის 8 იანვარს, უკრაინული ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიხაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ განცხადებაში.

ირანმა მხოლოდ 11 იანვარს აღიარა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით ჩამოგდება, რასაც უწოდა შეცდომა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირანმა უკრაინას გაუგზავნა ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომლის თანახმად, კიევი და დაღუპულთა ოჯახების წევრები უნდა დათანხმებოდნენ თეირანის ვერსიას, თითქოს, კატასტროფის მიზეზი იყო „ადამიანური შეცდომა“ და უარი უნდა ეთქვათ თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავეთა მოძიების მიზნით სასამართლოში ჩივილზე.

უკრაინამ ასეთ წინადადებაზე უარი განაცხადა.

Human Rights Watch-თან ინტერვიუში დაღუპულ მგზავრთა ოჯახების წევრები აცხადებდნენ, რომ ირანის ხელისუფლებამ მათ არ დაუბრუნა მათი ახლობლების ძვირფასეულობა. ხოლო ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აშინებდნენ და დევნიდნენ, რათა ხელი შეეშალათ სამართლიანობის ძებნაში.

https://www.radiotavisupleba.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიაში გადაუდებელ რეფორმებს ითხოვსსაჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ვრცელ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. “გადაუდებელი, აუცილებლად საჭირო ადმინისტრაციული და ორგანიზაცული რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია კანონიკური წესრიგის და სამართლიანი, ღვთივსულიერად ჰარმონიული მდგომარეობის დამყარება საეკლესიო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    ლეგენდა გიორგი კეკელიძეზე, რომელმაც “ღვთისმშობელი გადაარჩინა”ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულადაც გამოაქვეყნაკონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა. მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. „ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი * * * ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    კალანდა გურიაში - ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მოგონებებიდანროგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში  ახალი წლის დასაწყისად  სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები