ორი ოქროს მედალი საქართველოს – გორ აივაზიანი და ანრი ფუტკარაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ანრი ფუტკარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა გორ აივაზიანმა. მან (92 კგ) 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანელი დარიუს კიეფერი 9:0 დაამარცხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share