უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 28 ივლისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 40 230;
- ტანკი – 1 742;
- ჯავშანტექნიკა – 3 979;
- საარტილერიო სისტემა – 894;
- სარაკეტო სისტემა – 258;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117;
- თვითმფრინავები – 222;
- ვერტმფრენი – 190;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 729;
- საკრუიზო რაკეტები – 174;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 854;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 75.