აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში Covid-19-ის სამკურნალოდ, იმ ორი ახალი პრეპარატის შესახებ წერს, რომელზეც ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი პროგნოზები საკმაოდ დამაიმედებელია.
„ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ყოველდღე მეტს ვსწავლობთ კოვიდ-19-ის მკურნალობაში. ჯერჯერობით ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნამდე, თუმცა კვლევის შედეგები უკვე პრეპრინტ ფორმატშია. ორივე პრეპარატთან მიმუშავია. ზოგადად კარგად ნაცნობი პრეპარატებია, კოვიდ-19-ის მკურნალობაში უკვე გამოყენებული.
ჩვენთანაც ტარდებოდა 2 რანდომიზირებული კვლევა მათზე. ორივე პრეპარატის გამოყენებას აქვს რთული ნიუანსები და მთავარი გამოწვევა იმ პოპულაციის პოვნაა სადაც მაქსიმალური დადებითი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.
იმედია REMAP-CAP trial-ის ფარგლებში წარმოებული კვლევა დაგვეხმარება მივაგნოთ ზუსტ კრიტერიუმებს რა ტიპის პაციენტებში შევძლებთ მათი გამოყენებით საუკეთესო შედეგის მიღწევას“, – წერს ნანა გეგეჭკორი.
მსგავსი სტატიები
- 88
- 87
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 064-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 740 ადამიანი, 42 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 212526-ს შეადგენს. აქედან 188408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2182 გარდაიცვალა.
- 86
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 904 ადამიანს დაუდასტურდა, 4 316 გამოჯანმრთელდა, ამასთან გარდაიცვალა 53 პაციენტი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2055 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 465…
- 86
საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს. კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაცვის გარეშე დიდია მუტაგენური ვირუსის (ახალი შტამის) საქართველოში გავრცელების რისკი. კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები: "1) ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს…