რუსეთმა აიძულა პატრიარქს მოსაყდრის დანიშვნა… გოგაშვილი რასაც ამბობს, მართალია – მამა ანდრია სარია

მღვდელმონაზონი, მამა ანდრია სარია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მორიგ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც სოსო გოგაშვილმა ФСБ-ს აგენტების მხრიდან პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლების მცდელობაზე გაავრცელა, სიმართლეა.

მისი თქმით, პატრიარქს მოსაყდრის დანიშვნა სწორედ რუსეთმა აიძულა.

“ვინაიდან მოსაყდრეობა პირდაპირპროპორციულად ნიშნავს, რომ თუ ნიშნავ მოსაყდრეს, შენ უნდა გადადგე. ვინაიდან პატრიარქის გადადგომა არ მოჰყვა, ეს ნაბიჯი იყო იძულება. რუსეთმა აიძულა პატრიარქს და ილარიონ ალფაევი იყო იმ პერიოდში ჩამოსული. ამას მოჰყვა შემდგომში მოსაყდრის დანიშვნა. გოგაშვილი რასაც ამბობს, მართალია. თუმცა გოგაშვილს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და თუ ის ისაუბრებს იმ სიმახინჯეებზე, რაც ხდებოდა თუნდაც მისი უშუალო მონაწილეობით, ეს იქნება ბევრად კარგი. ამ შემთხვევაში, რუსეთს ჰყავს ახალი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტისთვის”, – ამბობს მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგი განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ორი პიროვნება: რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის – მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ-ეს-ბეს გავლენის აგენტები, რომლებსაც “აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება”. მისი მტკიცებით, პატრიარქის შემცვლელად მეუფე შიო განიხილებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share