კაპიტოლიუმში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპის კაბინეტი ტრანსპორტის მდივანმა ელეინ ჩაომაც დატოვა.
“მთელი ცხოვეება ვიამაყებ იმით, რიმ ვემსახურებოდი ამერიკის ტრანსპორტის დეპარტამენტს”, – წერს ჩაო.
ელეინ ჩაო თანამდებობიდან ოფიციალურად ორშაბათს გადადგება.
- შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის კაბინეტი გუშინ განათლების მდივანმა ბეტი დევოსმაც დატოვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ. მათ შორის, ვინც ადრე დატოვა თანამდებობა, არიან პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.
- თანამდებობა დატოვა ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილემ მეტ პოტინგერმაც.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232. ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.