ბიძინა ივანიშვილის წერილით და “ჰედლაინებით” რუსული მედია აჭრელდა – ოლიგარქის გზავნილს, რომ არსებიბს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი, რუსული გამოცემები აქტიურად ბეჭდავენ. სტატიაში წერია, ისიც, რომ ომის საფრთხე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გაანეიტრალა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ ეს იყო ივანიშვილის მიზანი – დაპირისპირებოდა კელი დეგნანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დადასტურდა რომ ანტიდასავლური კამპანია სწორედ ივანიშვილის დავალებით გაჩაღდა.
მთელი ის ეპისტოლარული ჟანრი, რომელიც განვითარდა ბოლო თვეების განმავლობაში, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული, მათთვის ცხადი გახდა.
ბიძინა ივანიშვილი პირადი მოსაზრებების, ფინანსური ინტერესების, ძალაუფლების შენარჩუნების გამო მზად არის გაწიროს ყველა და ყველაფერი. მას სახელმწიფოს ინტერესები არ ადარდებს, მას ადარდებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა”- განაცხადა “ლელოს” ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ.