„ქალბატონ ელჩს და დასავლელ პარტნიორებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს ომში არავინ მიათრევს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამას ვადასტურებთ ჩვენც, ვისაც გვქონია შეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ცნობილი სპეკულანტი, ცნობილი ჭორიკანა და დეზინფორმაციაში შეჰყავდა და შეჰყავს საზოგადოება.
„ქალბატონ ელჩს და დასავლელ პარტნიორებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს ომში არავინ მიათრევს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამას ვადასტურებთ ჩვენც, ვისაც გვქონია შეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. სხვა დანარჩენი არის სპეკულაციები, ტყუილები “ქართული ოცნების”, ბიძინა ივანიშვილის და მისი პუტინისტური “ტრიოა” თუ სხვა, დამებნა სათვალავი იმდენი ხელის ბიჭი გამოაგდო თავის წერილის გასახმოვანებლად.
ბიძინა ივანიშვილი არის ცნობილი სპეკულანტი, ცნობილი ჭორიკანა და დეზინფორმაციაში შეჰყავდა და შეჰყავს საზოგადოება. მას რას ვთხოვთ, რომ წესიერად, ღირსეულად და სახელმწიფოებრივად მოიქცეს?! თუ ვინმე დღეს მტრობს საქართველოს ეს არის ოლიგარქია და ოლიგარქი”, – განაცხადა ჩიხლაძემ.