“აქედან მივმართავ….დღეს ის ციხეშია…მან იცის უკვე შვილის მონატრება რა არის…მისი შვილები ცოცხლები არიან, მე ის ერთი ვაჟი მყავდა და ის არ მყავს…მოინანიოს ტყუილები და ისაუბროს თემირლანზე სიმართლე”-მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე

“წაქცეული კაცისთვის ფეხის დაბიჯებას არ დავიწყებ… მოინანიოს ტყუილები და ისაუბროს თემირლანის ნაწილზე სიმართლე”, – ასე მიმართავს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს “მთავარი არხის” ეთერიდან, გადაცემაში “დღის სტუმარი”.

აქედან მივმართავ. დღეს ის ციხეშია. მან იცის უკვე შვილის მონატრება რა არის, შვილის მონატრება. ის საუბრობს თავის პეტრეზე და უკვე იცის მან, შვილის მონატრება რა არის. ის ცოცხალია. მისი შვილები ცოცხლები არიან, მე ის ერთი ვაჟი მყავდა და ის არ მყავს. აქ დაფიქრდეს, რას ნიშნავს უკვე შვილის მონატრება, რას ნიშნავს შვილის სიყვარული… და ისაუბროს თემირლანის ნაწილზე თუ მას შერჩენია პატარა კაცობა მაინც.

ის ხო იძახდა, ერთ-ერთი განცხადებაა მისი გაკეთებული მე ვაჟკაცობით მას არ ჩამოვუვარდები, ის თუ ვაინახია, მე ქიზიყელი ვარ. როგორც ის მიწოდებს, მე თერლოევი, არ ვარ ქართული გვარის ღირსი, მე საპასუხო არაფერი არ მაქვს მისთვის. წაქცეული კაცისთვის ფეხის დაბიჯებას არ დავიწყებ. მე ქართული გვარი მაქვს და საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ვამაყობ ამით. მაგრამ, თვითონ როგორც იძახდა, მას თუ შერჩენია ვაჟკაცობა, ისაუბროს სიმართლე თემირლანის ნაწილში.

ისე ტყუილები კი არა, როგორც მან გააკეთა განცხადება, ჩატაევი დაუკავშირდა თემირლანს თბილისში, თბილისიდან მისი შვილი თემირლანი დაუკავშირდა ვახას, რომ ის შემოდის. აი ეს იყო ტყუილი, რამაც მთელი საქართველოს ნახევარზე მეტი საზოგადოება ამ საქმეში დააჯერა. ეს იყო დიდი ტყუილი. ასეთი ინფორმაცია მას ბევრი აქვს გავრცელებული, მოინანიოს ის ტყუილები და ისაუბროს თემირლანის ნ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share