რას იხსენებდა წითელ რაზმელთა გამოჩენილი მოღვაწე გრიგოლ დუმბაძე

წითელ რაზმელთა გამოჩენილი მოღვაწე გრიგოლ დუმბაძე იხსენებდა: ,,…რაზმელებს ვუხსნიდით, როგორ შეიძლებოდა დაეცვათ თავი კავალერიისაგან, ქვეითი ჯარისაგან, როგორ აეგოთ სანგრები, მგლის ორმოები, ბარიკადები, მავთულის ხლართები. რაზმელები კენჭის ყრით ირჩევდნენ რაიონის საზოგადოების თემის უფროსს. ირჩევდნენ ასეულის უფროსსაც. ამ წესით გურიაში სამი-ოთხი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდა მებრძოლი ანუ ,,წითელი რაზმი.” წითელი რაზმისა და მათ მოწინავე ავანგარდს მაუზერისტები და ბომბისტები წარმოადგენდნენ. რაზმელები ჩაცმულობითაც გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ საგანგებოდ შეაკერინეს შავი ჩაქურები და წითელი ჟილეტები (ოდითგანვე წითელი ფერის ბაირაღის აფრიალება ბრძოლის დაწყებას ნიშნავდა, კომუნიზმის სიმბოლოდ წითელი დროშა 1871 წელს პარიზის კომუნის შემდეგ იქცა). ამ სამოსს ისინი ბრძოლაში და დემონსტრაციებზე იყენებდნენ. ფაქტობრივად, წითელი რაზმი იყო ნამდვილი პატარა არმია თავისი იერარქიული წყობით და უმკაცრესი დისციპლინით.
მარცხნივ გრიგოლ დუმბაძე.
გურიის რესპუბლიკა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share