შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ივნისის თვეში, საქართველოს საზღვარი რუსეთი 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლი 30 783 ადამიანი იყო. მაჩვენებელი 340 პროცენტითაა გაზრდილი.
რუსეთის შემდეგ საქართველოში ივნისის თვეში ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა:
- სომხეთი – 86 565
- თურქეთი – 69 973
- ევროკავშირის ქვეყნები – 28 989
- ისრაელი – 22 979
- უკრაინა – 19 585
- ყაზახეთი – 19 548