“აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებული არაა” – ლარსისკენ მიმავალი გზა რუსული მანქანებით, პრაქტიკულად, პარალიზებულია

კობი-გუდაურის გზის მონაკვეთი პრაქტიკულად ცალმხრივად პარალიზებულია – ავტომობილების სიმრავლის გამო ლარსის საბაჟო პუნქტი მათ გატარებას ვერ ასწრებს. სატრანზიტო ავტომობილების რიგი ნატახტრიდან იწყება.

ოკუპანტი ქვეყნის ტრაილერის მძღოლები ამბობენ, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე სამი თანამშრომელი მუშაობს, მანქანების ნაკადი კი ბოლო 2-3 კვირაა უპრეცედენტოა. რუსები “მთავარ არხს” ეუბნებიან, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არაა, მათ ნაწილს კი ეს კითხვა აღიზიანებს და პასუხს თავს არიდებს.

“მე თვითონ რუსი ვარ და სომხეთიდან რუსეთში მივდივარ. მე-14 დღეა აქ ვდგავარ, ძალიან დიდი ნაკადია ჩამომსვლელების, როგორც მსუბუქი ავტომობილები, ასევე სატვირთოებიც, საბაჟო ვერ უმკლავდება. [უკრაინიდან ომის შემდეგ ბევრი რუსი ჩამოდის?] მე ვფიქრობ, რომ კი. მე ვფიქრობ, რომ არა [აფხაზეთი და ოსეთი] არ არის ოკუპირებული”, – ამბობს ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი.

კიდევ ერთი მძღოლი, რომელიც მე-10 დღეა გაჩერებულია, ამბობს, რომ ყველა რუსული მანქანა ახლა აქ არის, 67 რეგიონის ნომრებიანი მანქანები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share