“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ აქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, “თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე”.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში “ყველაფერს იტყვის”.
“როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ ეს კითხვები გვაქვს. ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ამ ყველაფრის თქმა და ღმერთმა არ ქნას, რომ ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ ჩვენ მმართველი გუნდი რომ ყველაფერს ვიტყვით ღიად. დეტალებში ვიცით შინაარსი. შანტაჟი არ არის ეს ჩვენი მხრიდან, უბრალოდ, როდესაც ისმება კითხვები, ამ კითხვებზე პასუხები არის საჭირო”, – თქვა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს დღეს კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა. გურამ მაჭარაშვილმა დღეს თქვა, რომ ოფიციალურად ტოვებს პატიას და ფრაქციას. დანარჩენების მსგავსად, დამოუკიდებლად მოქმედება მაჭარაშვილმაც ელჩ დეგნანზე თავდასხმით დაიწყო. ის ამერიკელი დიპლომატისგან ბიძინა ივანიშვილტან შეხვედრის შინაარსის გასაჯაროვება ითხოვს. მაჭარაშვილს აინტერესებს, სთხოვდა თუ არა კელი დეგნანი ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას, იმ მოტივით რომ ეს უკანასკნელი მთავრტობის მუსაობით უკმაყოფილო იყო