საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეხმაურება და წერს, რომ უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა.
„უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობას და მის ერთიანობას ეყრდნობა. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია, რომლებიც მაგალითებს წარმოადგენენ. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე”.