პოლიტიკური უთანხმოების გადადება, კი ბატონო, სიამოვნებით, უბრალოდ ძალიან რთულია. როდესაც მეორე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ალტერნატიული პარლამენტი უნდა შექმნან. ტექნიკური პარლამენტი შექმნეს, სამი პოლიტიკური ჯგუფი რაღაც განცხადებებს აკეთებს, რაღაც ჯგუფებს ქმნის და ვმუშაობთო , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ტექნიკური პარლამენტი ვერ იარსებებს და ის სისულელეები, რაც გვერდზე მოვლენებად შეიძლება წარმოჩინდეს, პიარული დღის წესრიგია, ოღონდ საბოტაჟური.
„5 პოლიტიკური ჯგუფი მუშაობს ოფიციალურ ფორმატში, სახელმწიფოს რაც დაევალა და რეკომენდაცია მიეცა, ამ ფორმატის პარალელურად, ოღონდ გაყონ, გამიჯნონ და ჩამოანგრიონ ეს ყველაფერი და საბოტაჟი შეფუთონ, ცალკე ფორმატები გააკეთეს. დღეს ვაშაძის განცხადება ვნახე, შვებულებებიდან გამოიყვანეთო, ვაიძულეთო. დღეს, როდესაც მოუწიათ აღიარება, რომ მართლა მუშაობს პარლამენტი, ოცზე მეტი სამუშაო შეხვედრა შედგა, კომიტეტი შედგა, ინტენსიური მუშაობა მიდის და მესიჯი, რომ არ მუშაობს პარლამენტი, აღარ ჭრის და ახლა მოიგონეს ახალი ნარატივი, ჩვენ გამოვიყვანეთ შვებულებებიდანო, ჯერ მოიკითხონ, ვინ წავიდა შვებულებაში. ამომრჩევლის არჩევანის წინააღმდეგ მიდის ეს ხალხი, როდესაც ტექნიკურ მთავრობას ითხოვს, როდესაც ჩამონგრევას ითხოვს, როდესაც ლეგიტიმაციას არ ცნობს ზოგადად არსებული რეალობის, ხალხისგან ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებაში ვსაუბრობ. თავის დროზე მათი ნოუ-ჰაუ იყო მოდელირება თემების და საკითხების, დღესაც ცდილობენ მოდელირებულ რეალობაში აცხოვრონ საზოგადოება, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ პარლამენტი ერთია, ტექნიკური პარლამენტი ვერ იარსებებს და ის სისულელეები რაც გვერდზე მოვლენებად შეიძლება წარმოჩინდეს, საბოლოო ჯამში, სუბიექტურად მოფიქრალიც კი ფიქრობს, რომ არ არის რეალური, პიარული დღის წესრიგია, ოღონდ საბოტაჟური”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.