“ქოცი”, “ნაცი” თუ “ბაცი” ჩემთვის ყველა ერთია..ამ ქვეყანას შადიმან ბარათაშვილები არასდროს მოჰკლებია”

მსახიობი დავით დარჩია საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს და ამბობს, რომ ქართველებს ბევრი ისტორიული ნაკლი გვაქვს:

”პოლიტიკისგან შორს ვარ. “ქოცი”, “ნაცი” თუ “ბაცი” ჩემთვის ყველა ერთია. რაც შეეხება კინკლაობას, მგონი, ეს ჩვენი ისტორიული ნაკლია. ამ ქვეყანას შადიმან ბარათაშვილები არასდროს მოჰკლებია. ეტყობა, ქართველებს ჩვევად გვექცა ჩხუბი და ერთმანეთის დაჩაგვრა. სამწუხაროდ, ბუნებამ, ნიჭიერებასთან ერთად, შური და გაუტანლობაც დაგვაბერტყა. გვიკვირს, როგორ დადიან მოწინავე ქვეყნებში პრემიერები, მინისტრები და თანამდებობის პირები ველოსიპედით, ავტობუსით, მეტროთი… ბორის ჯონსონი ავიღოთ – ყოველგვარი დავიდარაბის გარეშე გადადგა. ცოტა ხანში თავისი კაბინეტიდან გამოვა, ავტობუსში­ ჩაჯდება და ცხოვრებას განაგრძობს, როგორც რიგითი ბრიტანელი. საქართველოში ეს გამორიცხულია! რაც უნდა ვიძახოთ, რომ ევროპელები ვართ, ჩვენს თავისებურებებს მაინც არ ვკარგავთ…” – აცხადებს დარჩია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share