ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა ედუარდ სააკაშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც სააკაშვილის შვილი მამის ჯანმრთელობის სიმძიმეზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის, მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაა:
”ედუარდ სააკაშვილმა გუშინ თქვა ის,რაც შვილმა უნდა თქვას მშობელზე.ის სენტიმენტები არის ბუნებრივი მომვლენა, რაც ნორმალურ შვილს უნდა გააჩნდეს მშობლის მიმართ.მიუხედავად მ.სააკაშვილის პერსონის დატვირთვისა, იგი ედუარდისთვის არის პირველ რიგში მამა, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მერე სხვა დანარჩენი. ჰო, მას როგორც შვილს ახლა მიაჩნია, რომ მამა ნებისმიერ ფასად იხსნას სიკვდილიდან და დანარჩენი მისთვის ახლა, მეასე ხარისხოვანია! ასე,რომ მორჩით სპეკულაციებს და ინსინუაციებს.
პ.ს ისე მ.სააკაშვილი ზუსტად ის ადამინია, ვინც ერთი ძალიან მარტივი პრინციპით ხელმძღვანელობს დარწმუნებული ვარ – “ის ურჩევნია მშობელსა შვილი რომ სჯობდეს მამასა” და მას ეს მხოლოდ ახარებს თუ ეს ნამდვილად ასე იქნება,დარწმუნებული ვარ!” – წერს ასკურავა.