ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მერიას დარეჯან გოგოტიშვილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა აეკრძალა.
მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყეტილებით, ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მერიის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსად ვერავის დანიშნავს მანამ, სანამ ოზურგეთის სასამართლო დარეჯან გოგოტიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მოსამართლემ დღეს მიიღო, “გურიის მოამბეს” გოგოტიშვილის ადვოკატმა, კახა ჩავლეშვილმა აცნობა.
დარეჯან იგივე დადუნა გოგოტიშვილი, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ , ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე მიმდინარე წლის 2 მაისს გაანთავისუფლა.
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს გოგოტიშვილმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მიმართა.
ჩვენთან საუბარში გოგოტიშვილი აცხადებს, რომ ის მერმა თანამდებობიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვა.