სან-ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სან-ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

The Guardinas-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზაციის მეტ საშუალებას მისცემს.

სან-ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის ქალაქში „მაიმუნის ყვავილის“ 261 შემთხვევაა დადასტურებული, მთლიანად აშშ-ში კი, 4 600-ზე მეტი.

ქალაქის ჯანდაცვის ოფიცრის სუზან ფილიპის განცხადებით, სან-ფრანცისკო ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდა. როგორც ცნობილია, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო აშშ-ში რეგულაციების დაწესება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა სან-ფრანცისკოს ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები მხარს უჭერენ ტესტირებაზე უფრო მარტივ და ფართო წვდომას, რათა ვირუსის გავრცელება დროულად შეჩერდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share