40 500 ჯარისკაცი, 1 749 ტანკი, 3 987 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 29 ივლისის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 40 500;
  • ტანკი – 1 749;
  • ჯავშანტექნიკა – 3 987;
  • საარტილერიო სისტემა – 900;
  • სარაკეტო სისტემა – 258;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117;
  • თვითმფრინავები – 222;
  • ვერტმფრენი – 190;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 731;
  • საკრუიზო რაკეტები – 174;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 870;
  • გემი/ნავი/კატარღა – 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 77.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share