ლანჩხუთის ავერსის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს უკრაინელი გოგონა
როგორც ლამჩხუთის ავერსის კლინიკის დირექტორი რევაზ კვერენჩხილაძე გურიის მოამბესთან საუბარში აცხადებს: “პაციენტი უგონო მდგომარეობაში შემოიყვანა ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ, იყო მძიმე მდგომარეობაში, მოვათავსეთ რეანიმაციაში, გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მდგომარეობა მძიმე იყო, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევები ესაჭირეობოდა, რაც ლანჩხუთში ამ ეტაპზე შეუძლებელია და რეფერალურმა სამსახურმა გადაიყვანა ბათუმის კლინაკაში”.