უკრაინელი ქალის გაუპატიურების საქმეს ლანჩხუთის პოლიცია იძიებს

უკრაინელი ქალის გაუპატიურების საქმეს ლანჩხუთის პოლიცია იძიებს.

ამის შესახებ, განცხადება ლანჩხუთის პოლიციაში გააკეთეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ  დამნაშავეები ამ დროისათვის დაკავებული არ არის, სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

ლანჩხუთის ავერსის კლინიკის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი უკრაინელი ქალბატონი, საავადმყოფოში, ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, ამ დილით 12.15 წუთზე მიიყვანა.

თვითმხილველები საუბრობენ, რომ ქალბატონი იყო, მძიმე მდგომარეობაში, გონება დაკარგული, ასევე აღენიშნებოდა წამების და ფიზიკური ძალადობის ნიშნები, სავარაუდოდ,  ის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

სასწრაფოს თქმით, ქალბატონის ჰოსპიტალიზირება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ლესადან მოხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share