”გაანათლოს ღმერთმა ყველა ვინც დღეს დაიღუპა გუდაურში! საშინელი ტრაგედია მოხდა. ისევ უნდა ვთქვა მიზეზებზე და დავსვა კითხვები:
1. რატომ არის პარაპლანებით ფრენებზე სრული განუკითხაობა? სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ?
2. სრულიად ამორტიზირებული, საბჭოური წარმოების სატრანსპორტო შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ? ასეთ მთაგორიან ქვეყანაში რატომ რ გვყავს არცერთი სამაშველო-სატრანსპორტო თანამედროვე შვეულმფრენი? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას და ნორმალური სამაშველო შვეულმფრენის ფულს ვერ ვშოულობთ ხო?”
ასე ეხმაურება პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუდაურში მომხდარ შემთხვევას.
შეგახსენებთ, გუდაურში – ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, 2 პილოტთან ერთად რამდენიმე მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა, საუბარია 8-9 ადამიანზე.