“არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება!”- ქეთი დოლიძემ ქართველი ემიგრანტები დაწყევლა

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ქართველი ემიგრანტები დაწყევლა.
“ოცნების” დიდი გულშემატკივარი რეჟისორის გაღიზიანება როგორც ჩანს გუშინ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად საბერძნეთში, ქალაქ ათენში შეკრებილმა ასობით ქართველმა გამოიწვია.
“ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!”-
ასეთი წყევლა შეუთვალა უცხო ქვეყანაში მყოფ ქართველებს დოლიძემ, რასაც ასევე სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის, ყოფილი ლექტორის, არინა თავაკარაშვილის გამოხმაურებას დოლიძის აღნიშნულ წყევლაზე:
“ერთი ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და ახლა ქეთი დოლიძემ ემიგრანტები …
შენ ხალხი გადახვეწილი ოჯახების გადასარჩენად და შვილების განათლებისთვის როგორ უნდა დასწყევლო?!
როგორ უნდა გაიმეტო საქართველოში არ დაბრუნებისთვის?
ვინც არ უნდა მოგწონდეს ან ვერ იტანდე, თუნდსაც გეზიზღებოდეს, ეს როგორ უნდა უსურვო?
როგორ?!
მესირცხვილება..
ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოდიშს გიხდით”- წერს არინა თავაკარაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ
  • 44
    "გურიაში ყურძნის მოსაკრეფად კაცს არასდროს არ ქირაობენ, რადგანაც ასეთი სახის სამუშაოზე მეზობლისათვის დახმარებაზე უარის თქმა  ძალიან დიდი სირცხვლია"ბახვის ვენახის კულტურა წინამდებარე კორესპონდენციას არა აქვს თვითმყოფადი, თეზისებრივი და დასკვნების მქონე ნაშრომის პრეტენზია. მემხოლოდ მოგახსენებთ მშრალ ფატებს და პირადი დაკვირვების შედეგებს, რომელიც სხვადასხვა დროს გურიაში ყოფნისას შევაგროვე. გურიაში მეღვინეობის შესწავლის მიზნით მე დაკვირვების საგნად შევარჩიე სოფელი ბახვი, რომელიც თავისი გარემოთი და პირობებით წარმოადგენს გურიის მეღვინეობის ცენტრალურ პუნქტს. I ქუთაისის…
    Tags: და, არ
  • 44
    რეკომენდაციები კოვიდის შესახებ -ექიმი მარინა ტოტოჩავაკოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე,  ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
    Tags: და, არ
  • 42
    1819-20 წლების იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყებაეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე  1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…
    Tags: და