შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
უწყების ცნობით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარ ტრაგედიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“თქვენი არ ვიცი და მე კი მინდა ომი იმასთან რომ ამ ქვეყნის მმართველს რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს, რითაც დასეირნობს იქით-აქეთ უსაფრთხოდ, ხოლო ხალხს რომელიც მის 10 წლით მართულ ქვეყანაში დღეს და ღამეს ასწორებს სხვების გადასარჩენად არცერთი თანამედროვე ვერტმფრენი არ ყავს. მინდა ომი ამ სასტიკ ცინიზმთან და უთანასწორობასთან”, – აღნიშნავს დოლიძე.