სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშა დაეშვა. გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს შენობებზე.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share