საბერძნეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ორი კვირით გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანოზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეზღუდვა, რომელიც ავიამგზავრებს საბერძნეთში ჩასვლამდე 72 საათის პერიოდში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ავალდებულებს და რომლის მოქმედების ვადაც 7 იანვარს იწურებოდა, 21 იანვრამდე გახანგრძლივდა.
ამასთან, განახლებული შეზღუდვების ფარგლებში, საბერძნეთში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინში ყოფნა 3 დღის ნაცვლად 7 დღის განმავლობაში მოუწევთ. დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კი, ქვეყანაში შესვლისთანავე სწრაფ ტესტს გაუკეთებენ.
ცნობისათვის, საბერძნეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 142 777 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 146 პაციენტი დაიღუპა.
მსგავსი სტატიები
- 92
თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამართლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება. წავიდა თუ…
- 92
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტრი, გიორგი კეკელიძე 2021 წლის გეგმების შესახებ საუბრობს და ერთგვარ სიას წერს, თუ რისი გაკეთება სურს ამ წელს. გეგმები შეეხება როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე გურული დღიურების ფონდს და სხვა პროექტებს. საკუთარი გეგმების შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. „სინამდვილეში, ჩემზე ზარმაცი ადამიანი ძნელად მოიძებნება. ის, რომ დღე-ღამ ვმუშაობ,…
- 92
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
- 92
როგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…