რუსეთმა ლატვიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა

„გაზპრომმა“ლატვიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა. მიზეზად კი ივლისის განაცხადის ფარგლებში „გაზის შერჩევის პირობების დარღვევა“ დასახელდა. ოფიციალური ინფორმაცია ჰოლდინგის განცხადებაში გავრცელდა.

მანამდე, მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ გაზპრომი ბოლო დროს გახდა არასანდო გაზის მიმწოდებელი, რადგან კომპანია ვერ ადასტურებს რესპუბლიკისთვის გაზის საჭირო მოცულობების მიწოდებას.

მისი თქმით, მოლდოვას „გაზპრომთან“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თუმცა კომპანია არ პასუხობს, უზრუნველყოფილი იქნება თუ არა ქვეყანა გაზის საჭირო რაოდენობით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ უახლოეს ორ თვეში ხელისუფლება შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას, მიუხედავად „მოლდოვაგაზთან“ ხელშეკრულების ფარგლებში „გაზპრომის“ ქმედებებისა.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მოლდოვა ელექტროენერგიის 70%-ს კონდენსატორული ელექტროსადგურიდან (Moldavskaya GRES) იღებს, რომელიც ასევე რუსეთის გაზზე მუშაობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share