20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი გვაჯაიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიჯეიშვილმა პირობა დადო, რომ გამოძიებას მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
„თავად მივიდა ნებაყოფლობით, ეს არ იყო ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მე მას შემდეგ მივედი, რაც თავად მივიდა. ის უკვე პოლიციის განყოფილებაში დამხვდა და იქ მოხდა მისი დაკავება. შედგა შესაბამისი ოქმი აღიარებით გამოცხადების შესახებ. მის ბრალეულ ქმედებას მოყვა ახალგაზრდის გარდაცვალება. გუშინ ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და პირობა დადო გამოძიებასთან, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გასცემდა”, – განაცხადა გიორგი გვაჯაიამ.
შეგახსენებთ, რომ დავით ჯიჯეიშვილი წუხელ, 29 ივლისს დაააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.