გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, მდინარე სუფსაში ტრაილერის გადავარდნამდე მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, შემდეგ კი მდინარიდან მეთევზეებმა ამოიყვანეს.
მძღოლს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. ამბობს, რომ წინ მიმავალმა ავტომობილმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან აცილება სცადა და ამის გამო, საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
ადგილზე მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.