”პუტინი, როგორც ჩანს, გულშემატკივრობს და ადვოკატირებას უწევს საბჭოთა კავშირს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას მოსწონს სტალინი, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც ნახევარი ინტელიგენცია დახვრიტა თავის დროზე. მე მიხეილ სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა-მეთქი – მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციაში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე. მას გაფართოვება სურდა. პუტინი საშინელ რაღაცებს აკეთებს. ქალაქები მიწასთან გაასწორეს. არაფერი არ დარჩა, არც ერთი სახლი. კიდევ რას შეიძლება ეწოდოს გენოციდი?! როდესაც აფეთქებენ ბავშვთა სახლებს, საბავშვო ბაღებს, სამშობიარო სახლებს, ენა არ მიბრუნდება პირში.”
ამის შესახებ სახალხო არტისტმა ბუბა კიკაბიძემ განაცხადა.