ლანჩხუტის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან , კახა ასკურავა გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობაზე წერს:
”ჯერ კიდევ თბილისის ტრაგედიის დროს დადგა საჭიროება, თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობის.
რამდენი წელი გავიდა მის მერე და გუშინ კიდევ ერთხელ გაგვახსენდა, რომ აუცილებელია ჰყავდეს ქვეყანას ისეთი ვერტმფრენები, რომლებიც რთულ რელიეფში გაართმევენ თავს სმაშველო ოპერაციას.
ხვალ ისევ დაგვავიწყდება მორიგ უბედურებამდე…
ასე ვცხოვრობთ,ტრაგედიიდან ტრაგედიამდე..
პ.ს გადახედეთ სახელმწიფო უწყებების ავტოპარკს და მიხვდებით დაფინანსების წყარო საიდან შეიძლება გამოჩნდეს!” – წერს ასკურავა.