გიორგი გახარია-იწყება სოციალური დახმარების ახალი ეტაპიახალი ეტაპი

ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

„პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული. დღეს მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი – ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი – ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი. გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მთავარია ის, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 87
    "ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის"რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა,რომ შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. „შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
    Tags: და, რომ, ეს, არ, უნდა, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 87
    „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში"ჟურნალიტი ვახო სანაია  თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
    Tags: და, რომ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 87
    "საზოგადოების ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, ზოგი კი წელებზე ფეხს იდგამს და  ბანკში მიაქვს""საზოგადოების ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, ზოგი კი წელებზე ფეხს იდგამს და  ბანკში მიაქვს" "სახლში სიტყვა "კორონას" ხსენებაც კი ავკრძალე და ახალი ამბების მოსმენისას მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვები ოთახში არ იყვნენ"   ბოლო ერთ წელიწადში მომხდარმა მოვლენებმა, სტრესმა და ჩაკეტილობამ ბავშვები ძალიან შეცვალა. ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებში გახშირდა დეპრესიის ნიშნები. ჩვენი სტუმარია…
    Tags: და, არ, ეს, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 87
    "ეს სიბნელე და უბედურებაც, რაც ახლა არის საქართველოს თავს, გადავა""ეს არის გამარჯვება საქართველოსი-ასე ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილ: "ეს არის გამარჯვება საქართველოსი, იმიტომ რომ ისტორიული სიმართლის  დადგენისთვის საქართველო იყო მართალი და არის მართალი, ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი მიუხედავად ივანიშვილის  ბევრი მცდელობებისა, მისი პატრონებისა  რომ საქართველო გამოეყვანა ოკუპანტად, დამნაშავედ,  ეს ჩაუფლავდათ. ეს არის  პირველ…
    Tags: და, ეს, არის, რომ, ჩვენ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი