2022 წლის ივნისში საქართველოში ხელფასის სახით ანაზღაურება 902,000-მა ადამიანმა აიღო, რაც წინა წელთან შედარებით 31,000 დასაქმებულით, ანუ 3%-ით მეტია. ამ მოქალაქეებზე გაცემულმა ჯამურმა ანაზღაურებამ ივნისში 1.65 მილიარდი ლარი შეადგინა, შესაბამისად საშუალო ხელფასი 1,837 ლარი იყო, რაც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის პირობებში ხელზე 1,469 ლარს ნიშნავს.
მთლიანობაში 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველოში 9.55 მილიარდი ლარის ანაზღაურებები გაიცა. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი.
დასაქმებულთა ნახევარზე მეტს – 465 ათას პირს 1,200 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, რაც “ხელზე აღებულ” 1,000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. 1,200 ლარზე მაღალი ხელფასი კი 437 ათას ადამიანს აქვს, მათ შორის 6,000 ლარზე მაღალი ანაზღაურება 33,300 ადამიანს აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობის 1%, ხოლო დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 4%-ია.