საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

არნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. დილით, საკანალიზაციო ჭაში ჩავადნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში ერთი ადამიანი ჭას თხრიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ, მის დასახმარებლად სახლის მეპატრონე მივიდა და ისიც ჭაში ჩავარდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულებს ორივე ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ.

ცხედრები ექპერტიზაზე გადაასვენეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share