ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შედეგ 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა გუშინ, 30 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.