ოფიციალურად – ივნისის თვეში საქართველოში 135 457 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 350%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მხოლოდ ივნისში გადმოკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი. ამავე მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით დრამატულადაა გაზრდილი:

  • მარტი 2021წ: 8 508 – მარტი 2022წ: 45 068 
  • აპრილი 2021წ: 12 558 – აპრილი 2022წ: 48 797 
  • მაისი 2021წ: 13 913 – მაისი 2022წ: 69 772
  • ივნისი 2021წ: 30 783 – ივნისი 2022წ: 135 457 

რა მიზნით ჩამოდიან საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები უცნობია, თუმცა მათი უმრავლესობა აქ არეგისტრირებს ბიზნესებს და უძრავ ქონებას ყიდულობს. ჩამოსული რუსების საერთო რაოდენობა უკვე შეადგენს საქართველოს მოსახლეობის 10% პროცენტს. ექსპერტები ამ ტენდენციას სახიფათოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ შესაძლოა, მათი მოქალაქეების დაცვა კონფლიქტის დაწყების მოტივად გამოიყენოს, როგორც ეს 2014 წელს უკრაინაში მოხდა. სწორედ ამიტომ, ისინი ამბობენ, რომ საკითხს ყურადღებით უნდა დააკვირდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ამის პარალელურად, იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით 2021 წელს საქართველოდან მწვანე ბარათის მიღების მსურველთა რაოდენობამ 112 464 იყო. 2011 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 39 253 შეადგენდა, მსურველთა ყველაზე მაღალი რაოდენობა კი 2020 წელს (141 693) დაფიქსირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share