20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმეზე დაკავებული 8 პირიდან გამოძიება ერთს, დავით ჯიჯეიშვილს განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება, 5-ს წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორ პირს ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share